The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსიფ რუბჩისი

იოსიფ რუბჩისი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1937  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი (აფხაზეთი).

დაპატიმრებამდე იოსიფ რუბჩისი მუშაობდა "საქვაჭრობის" დირექტორის მოადგილედ. დააპატიმრეს 1937 წლის 21 სექტემბერს, გასამართლებულ იქნა 1937 წლის 10 ნოემბერს "შინსახკომის სამეულის" მიერ. ბრალად დაედო, რომ
იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი. მას შემდეგ, რაც მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა ნ. ს. გიორგაძემ, იოსიფ რუბჩისი ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას "საქართველოს ვაჭრობის" სისტემაში. თავი ცნო დამნაშავედ. მიეასაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულია საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით. რეპრესირებული, (წარმოშობით პოლონელი).

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


გააზიარე: