The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბოგდან ქობულოვი

ბოგდან ქობულოვი
Other name:ბახჩო ქობულოვი
Date of birth:1904
Date of death:23 December, 1953  (at 49 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1922 წელს დაასრულა გიმნაზია. ერთი წელი წითელ არმიაში იმსახურა, 1922 წელს საქართველოს ჩეკას (საგანგებო კომისია) რიგებში გაერთიანდა, სადაც გაიცნო ლავრენტი ბერია. 1937-1938 წლების ტერორის გარდა, ბოგდან (ბახჩო) ქობულოვი მონაწილეობდა ჩეჩნების, ინგუშების, ყირიმელი თათრების, ქურთების და ხემშილი სომხების შუა აზიაში გადასახლებაში. 1940 წლის 5 მარტს ბოგდან ქობულოვი შევიდა პოლიტბიუროს მიერ დამტკიცებილ იმ სამეულში, რომელსაც დაევალა კატინში პოლონელი ოფიცრების და სამოქალაქო პირების განადგურება. 1937-1938 წლებში ბოგდან ქობულოვი იყო საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის წევრი და მხოლოდ მისი თავმჯდომარეობის დროს, სამეულმა 1233 ადამიანს გამოუტანა დახვრეტის განაჩენი. 1938 წელს ლავრენტი ბერიას ბრძანებით გადავიდა მოსკოვში, სადაც მიიღო უშიშროების უფროსი მაიორის წოდება და სათავეში ჩაუდგა ჯერ უშიშროების საიდუმლო-პოლიტიკურ განყოფილებას, სამ თვეში კი НКВД-ს საგამოძიებო განყოფილებას. 1945 წლის ივლისში მიიღო გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. ომის დასრულების შემდეგ ის დანიშნეს უცხოეთში საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და გერმანიაში მიავლინეს. 1953 წლის მარტში, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ლავრენტი ბერიამ ბოგდან ქობულოვი სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. 1953 წლის 26 ივნისს, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით საქმე აღიძრა ლავრენტი ბერიასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ბოგდან ქობულოვი 1953 წლის 27 ივნისს დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ბერია, ქობულოვი, მერკულოვი, გოგლიძე, მეშიკი, დეკანოზოვი და ვლოდზიმირსკი ერთ დღეს, 23 დეკემბერს დახვრიტეს. ბოგდან ქობულოვის ფერფლი დამარხეს დონის სასაფლაოზე. საქართველოში და საბჭოთა კავშირში დიდი ტერორის მონაწილე ჩეკისტი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ. 

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: ne-np.facebook.com


Share: