Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჩაჩიბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემია 1994 წელს; საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; 2002-2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი; 2007-2008 წლებში სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში. გაიარა კურსები: 1995 - სპეციალური დაზვერვის კურსი; 1998 - ზოგადი და სამხედრო ინგლისურის და საორიენტაციო კურსი, რიპონისა და იორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო; 1999 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ; 2000 - სპეციალური ძალების სნაიპერთა სკოლა, საქართველო; 2000 - სამთო-სათხილამურო წვრთნა, ანდერმატი, შვეიცარია; 2000 - ზვავსაწინააღმდეგო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია; 2001 - საჰაერო სადესანტო მომზადება, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო; 2002 - ინგლისური ენის კურსი, თავდაცვის ენის ინსტიტუტი, ტეხასი, აშშ; 2003 - მობილური ჯგუფის საშტაბო ინტეგრაციის კურსი, თბილისი, საქართველო; 2003 - ძირითადი მატერიალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო პროცედურები, თბილისი, საქართველო; 2003 - სამხედროები, მედია და დემოკრატია. უილიამ ალენ უაითის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სკოლა და საერთაშორისო პროგრამების ოფისი, ლორენსი, კანზასი, აშშ; 2005 - სამხედრო მართლმსჯულების განვითარება, საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა აშშ თავდაცვის ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო; 2016 - ტრენინგი "საბრძოლო უსაფრთხოების ძირითადი კურსი", ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA). სამხედრო სამსახური: 1989-1991წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰარეო ძალებში; 1991 წელს შეუერთდა ახალ ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული გვარდიას; 1992-1993წწ. საქართველოს სამოქალაქო ომში იყო ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური; 1994-2007წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის: 1994–1995წწ. 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური; 1995–1996წწ. AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი; 1996–1998წწ. დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი; 1998–1999წწ. S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი; 1999–2000წწ. სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე; 2000–2001წწ. სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი; 2001–2002წწ. სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი; 2002–2003წწ. სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი; 2003–2005წწ. I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი; ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში (2004), III ქვეითი ბრიგადის მეთური (2005), გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2005–2006), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006), გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2006), გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2007); 2008 წლის ივლისში გახდა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი; 2008 წლის 4 ნოემბერს ჩაიბარა გაერთიანებული შტაბი; ოთხი თვის თავზე მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და 2009 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა; 2009 წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2010–2012წწ. მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2012–2015წწ. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ; 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა უფროსი სამხედრო მრჩეველის თანადებობა გაეროს დამხმარე მისიაში ავღანეთში; 2015–2016წწ. იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი; 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ; 2016 წლის 22 ნოემბერს კი შტაბის უფროსად; 2018-2020წწ. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის უამრავი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორისაა: სახელობითი "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტი (2002); სახელობითი "გლოკ-19"-ის ტიპის პისტოლეტი (2007); სახელობითი "გლოკ-17-ის ტიპის პისტოლეტი (2008); სამსახურებრივი საშტატო იარაღი ( 2014); სნაიპერული შაშხანა "CBM" (2014); 2017 - სახელობითი "გლოკ-17" ტიპის პისტოლეტი (2017); სახელობითი "ზიგ-ზაურეი" -ს ტიპის პისტოლეტი (2019); გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაცემული გაეროს სპეციალური უწყებრივი მედალი (2016 ); ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მადლობის წერილი (2016); სამახსოვრო მედალი მონღოლეთის თავდაცვის მინისტრისგან (2016); დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი (2017); ლიეტუვის რესპუბლიკის სამხედრო სამსახურის მედალი (2019) და სხვა; 2018 წელს გახდა აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს, ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერი; 2019 წელს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს, საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი გახდა, ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ გადასცა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის; სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები: ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის საპატიო მოქალაქე (1998), ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ასოციაციის წევრი (1999); ამერიკის შეერთებული შტატების კანზასის შტატის ქალაქ ლევენვორსის საპატიო მოქალაქე (2002). გენერალ-ლეიტენანტი (2019). წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივი: web.archive.org; ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.].- თბ., 2017. - გვ. 584; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |