შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რატი აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2000 წელს; ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა 2002 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის დოქტორანტურა 2009 წელს. მუშაობდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში. აქტიურად თანამშრომლობდა და მუშაობდა საქართველოს 9 წამყვან უნივერსიტეტთან. ფლობს სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობის გამოცდილებას. რატი აბულაძე არის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მფლობელი, თურქეთის სახელმწიფოს სტიპენდიანტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აკადემიური განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული. გამოქვეყნებული აქვს 180 სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. მათ შორის 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 7 წიგნი. არის 31 საერთაშორისო და რეგიონული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. არჩეულია უცხოური ჟურნალებისა და საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო და სარედაქციო კოლეგიაში. არის ეკონომიკის დოქტორი (Ph.D), საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |