The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერონტი (ეპისკოპოსი)

Legal name:გრიგოლ პაპიტაშვილი
Date of birth:18??
Date of death:13 July, 1871
Burial location:გელათის მონასტრის სავანე, ქუთაისი
Category:Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, ტფილისის გუბერნიის გორის მაზრა (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი). 
დაიბადა მღვდლის ოჯახში; განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში; 1823 წლის 8 იანვრიდან იყო გორის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი; 1830 წლის 21 თებერვალს მიიღო სადიაკვნო ხელდასხმა; 1830 წლის 23 თებერვალს სამღვდელო; 1830 წლის 20 მარტიდან იყო გორის სასწავლებლის ინსპექტორი; 1836 წლის 3 ოქტომბერს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში; 1852 წლის 30 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა ხირსის სტეფანწმინდის მონასტრის წინამძღვრად; 1855 წლის 17 მარტს გადაიყვანეს დავით გარეჯის უდაბნოში; 1857 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა აფხაზეთის, 1859 წლის 16 ნოემბერს - სამეგრელოს ეპისკოპოსად; 1862 წლის 19 მაისს - გორის ეპისკოპოსად; 1869 წლის 30 მაისს განწესდა გელათის მონასტრის სავანეში. საეკლესიო მოღვაწე, გორის ეპისკოპოსი, ქართლისა და კახეთის ეპარქიის ვიკარიუსი.

წყარო: რუსი მართლმადიდებელი იერარქები, 992-1892: ტ. I: azbyka.ru


Share: