Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯანელიძე![]()
Biographyდაამთავრა ლენინგრადის ფიზიკა-მექანიკური ინსტიტუტი (შემდგომში ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1937 წელს. ამ ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული მთელი მისი შემდგომი მოღვაწეობა. 1939 წლიდან იყო თეორიული მექანიკის, 1947 წლიდან - მანქანათა დინამიკისა და სიმტკიცის კათედრის გამგე; 1952 წლიდან - უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1956 წლიდან - ფიზიკა-მექანიკური ფაკულტეტის დეკანი. იგი იკვლევდა ღეროთა თეორიას: სენ-ვენანის ამოცანას ბუნებრივად დაგრეხილი ღეროებისა და ოდნავ კონუსური ღეროებისათვის, ალმანზის ამოცანას; დაამყარა კავშირი თხელკედლიან ღეროების თეორიასა და კირხოფ-კლებშის წვრილი ღეროების თეორიას შორის. განსაზღვრა სიხისტის ცენტრის კოორდინატები გრეხის დროს ძაბვის სხვადასხვა ფუნქციისათვის; დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში შექმნა ერთგვაროვანი ამოხსნების მეთოდი; შეისწავლა დრეკადი სისტემების დინამიკური მდგრადობა, აგრეთვე ვიბრაციული მანქანები; განიხილა სენ-ვენანის პრინციპი და მისი გამოყენება ფილებისა და გარსების თეორიაში. მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.311-312 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |