The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ აბესაძე

ნოდარ აბესაძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1995  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი 1942 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ კი ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1947 წელს; იმავე წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს.

1961-1972წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსი; 1973-1995წწ. - სამთო ფაკულტეტის მაღაროს სტაციონალური დანადგარების, სამთო მანქანების და ტრანსპორტის კათედრის დოცენტი; პარალელურად იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.22

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: