The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ აბესაძე

ნიკოლოზ აბესაძე
Date of birth:6 April, 1904
Date of death:1996  (at 91 years)
Category:Public official, Engineer, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა საზანო, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთა ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1930 წლიდან მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში, სადაც გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან ტრესტის მმართველამდე. ამ პერიოდში საქართველოში საფუძველი ეყრებოდა ნავთობის ძებნა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების უდიდესი ნაწილი. აგრეთვე სხვადასხვა ნავთობსარეწების შექმნა, როგორიც იყო მირზაანის და დედოფილსწყაროს (წითელწყაროს) ნავთობსარეწები. იგი იყო პროფესიონალი მენავთობე. სწავლობდა და იკვლევდა ბურღვის რთულ პროცესებს და ახალ ტექნილოგიებს; თავის ცოდნას დაუღალავად გადასცემდა ახალგაზრდებს და ხელს უწყობდა მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში; მის სახელთანაა დაკავშირებული ნავთობისა და გაზის პროდუქტიული ფენის გახსნის მეთოდები, საცავ კოლონაში ფილტრის ჩაშვებისა და დაცემენტების ხერხები; იგი ხელმძღვანელობდა ტრესტ "საქნავთობს"; პარალელურად, 1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე; მან პირველად დააყენა საკითხი საქართველოში სპეციალური საგნების წასაკითხად ბაქოელი სპეციალისტების მოწვევის შესახებ, რომლებიც მივლინებით ყოველი კვირა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სპეციალურ საგნებს კითხულობდნენ; 1956 წლიდან იყო ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1957 წლიდან მიენიჭა დოცენტის წოდება; 1958-1965წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ცენტრალური საბჭოს ცენტრალური აპარატის ტექნიკური სამმარრთველოს უფროსისს მოადგილის და ნათობისა და სამთამადნო მრეწველობის სამმართველოს უფროსი; 1958 წელს პირველმა თარგმნა ქართულად ნ. კულიჩიხინის და ბ. ვოზდვიჟენსკის სახელმძღვანელო "საძიებო ბურღვა"; 1965 წლიდან ძირითადად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1983-1987წწ. ხელმძღვანელობდა ბურღვის კათედრას; 1987-1994წწ.  ბურღვის კათედრის პროფესორი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო, 1950 წელს საკავშირო სამინისტროს ბრძანებით პერსონალურად მიენიჭა "სამთო დირექტორის" წოდება. იყო 20 ნაშრომის, 3 მეთოდური მითითების და 4 სახელშეკრულებო კვლევითი სამუშაოს ავტორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.23-24;  საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 9-10

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

Bibliography


Share: