Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ აფაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1948 წელს. მუშაობა დაიწყო ჭიათურის მარგანტრესტის სისტემაში ცვლის უფროსად, უბნის გამგედ, ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად, მაღაროს გამგედ, სამთო-ტექნიკური ინსპექსიის უფროსად; 1959-1962წწ. მუშაობდა "ჭიათურმანგანუმის" ტრესტის კალინინისა და ლენინის სახელობის მაღაროთა სამმართველოების დირექტორად; 1962 წლის მარტში იგი დანიშნბეს ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" მთავარ ინჟინრად; 1976 წელს - ტრესტის მმართველად; 1989-1993წწ. იყო ს/გ "ჭიათურმანგანუმის" სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ გენერალური დირექტორი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მუშაობა გააგრძელა მეცნიერების სფეროში. არის მეცნიერული ნაშრომებისა და რამდენიმე გამოგონების ავტორი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; მრავალჯერ იყო არჩეული რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; დაჯილდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლებით. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.25 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |