The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ წულაია

ზაურ წულაია
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:2007  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მკვლევარი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1966 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, საიდანაც მივლინებული იქნა მოსკოვში, საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის პირველ მოადგილედ; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის 17 მონოგრაფია სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში. იყო პირველი იურისტი საქართველოში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კრიმინოლოგიაში; დასახელდა ყველაზე ცნობილ კრიმინოლოგად საქართველოში; გამოცემულია მისი ნოველების რამდენიმე კრებული; პირველი ქართველი კრიმინოლოგი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1974).

წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: