The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ბექაური

ნიკო ბექაური
Legal name:ნიკოლოზ ბექაური
Date of birth:15 November, 1913
Date of death:1993  (at 79 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფასანაური, დუშეთის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე; მესამე კურსიდან გადაყვანილ იქნა ქ. ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1939 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დატოვეს ასპირანტურაში ნავთობქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით.

1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და დემობილიზებულ იქნა; 1947 წელს დაიცვა დისერტაციას ქ. ლენინგრადში. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და 1961 წლამდე მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1962 წელს აკადემიკოს ნ. შუიკინის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ამავე წლიდან 25 წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრას. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ნავთობის შესწავლა-გადამუშავება და მიღებული ნავთოპროდუქტების სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში გამოყენება; მის მიერ აღმოჩენილმა ლუმინოფორმმა - "ნორიოლი" და "შუბეკოილი" საკავშირო მიღწევათა გამოფენაზე ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურა; ამ ნაშრომებმა გამოხმაურება პოვა ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნავთობიდან მიიღეს ქიმიური ბოჭკოს შემზეთავი "სპიოლი", რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდა წარმოებაში; მისი გამოყენება დიდ ეკონომიკურ ეფექტთან არის დაკავშირებული. ქიმის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.30-31

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: