The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანატოლ გამხარაშვილი

ანატოლ გამხარაშვილი
Date of birth:4 August, 1914
Date of death:1982  (at 67 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბუინაკსკი, დაღესტანი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1934 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი - 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დონეცკში მაკეევკის შახტებში; 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ევაკუირებული იქნა თბილისში; 1942-1946წწ. ფრონტზე ოფიცრად მსახურობდა კონტრდაზვერვის ორგანოებში; 1946 წელს დაბრუნდა დონეცკში, სადაც შახტის უფროსად მუშაობდა; 1949 წელს გადაყვანილ იქნა ტყვარჩელში N1 შახტის უფროსად; 1951-1953წწ. გაიგზავნა მოსკოვის ნახშირის მრეწველობის აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოში ჯერ ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" მთავარ ინჟინრად, შემდეგ - მმართველად; 1956-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოში მრეწველობაში სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ზედამხედველობისა და სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. დიდი ღვაწლი მიუძღვის დონეცკის აუზისა და საქართველოს ნახშირის მრეწველობის, აგრეთვე ქვეყნის მრეწველობაში ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიების შემცირების საქმეში. დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.36-37


Share: