შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1940 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში. ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; 1944 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, დაინიშნა ტყვარჩელის გასამხედროებულ სამთომაშველთა ოცეულის უფროსად; 1945 წელს გადაყვანილ იქნა ამიერკავკასიის გასამხედროებულ სამთომაშველთა ნაწილის შტაბში, სადაც განვლო დიდი გზა რიგითი ინსპექტორიდან ამიერკავკასიის შტაბის უფროსამდე; 1951 წელს გადაიყვანეს სამთო-ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტში, სადაც მუშაობდა 1961 წლამდე ჯერ სამთომაკონტროლებელ ინჟინრად, შემდეგ - ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1961 წელს საკავშირო ნახშირის მრეწველობის მინისტრის ბრძანებით კვლავ დააბრუნეს სამთომაშველთა სისტემაში და 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სამთომაშველთა სამსახურს; 1973-1976 და 1979-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტში ტექნიკური განყოფილების უფროსად. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამთომაშველთა სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მონაწილეობდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური სამთო საზოგადოების მუშაობაში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, მრავალი ორდენი და მედალი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |