Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1941 წელს. გაიარა შრომითი საქმიანობის დიდი გზა თბილისის ჩარხსაშენებელი ქარხნის ტექნიკური სამსახურის კონტროლიორიდან - მინისტრამდე. 1952-1988წწ. იყო საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი. მისი 36 წლის მინისტრობის პერიოდში ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში ამოქმედდა 200-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საწარმო, ავტოსარემონტო ქარხანა და დარგის სხვა თანმხლები ობიექტი; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის უცვლელი თავმჯდომარე; დიდი წვლილი მიუძღვის საავტომობილო დარგის პროფესიონალ ხელმძღვანელ მუშაკთა პლეადის აღზრდაში. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის სპეციალისტი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.414 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |