შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა დარსალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაფიჩხოვო, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, ელექტროგადამცემი ხაზების განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზების - 500 კვ. ძაბვის "თბილისი-ახალციხე-დიდი ზესტაფონი", "ენგურჰესი-ზესტაფონი" პირველი და მეორე ხაზები, "ენგურჰესი-სოხუმი-დაგომისი" (საქართველოს ტერიტორიაზე), "სტავროპოლის სრესი-ცენტრალური ენგურჰესი" (საქართველოს ტერიტორიაზე), აზერბაიჯანის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური - კასპი პროექტირება; პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში განახორციელა ელექტროსადენების ტროსული დაკიდება ანძების გარეშე უშუალოდ კლდეში ჩამაგრებით; აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენების დროს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების დაგეგმარებისა და აღდგენით სამუშაოებში; 1994 წელს გალის რაიონში, მიუხედავად ტერიტორიის დანაღმვისა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა "ვარდნილჰესი-ბათუმის" 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას; 1985-1988წწ. საწარმოო მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში 220 კვ. საჰაერო ელექტრული ხაზის დაგეგმარებასა და მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის გასაწევად; მისი მოღვაწეობა აისახა კუბის ხელმძღვანელობის წერილში, რომელიც მოყვანილია ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ისტორიის წიგნში "Луч солнца" (მოსკოვი, 2003 წ.). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.54-55; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 100-101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |