შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. აგრონომიული განათლება ავსტრიის მევენახეობა-მეღვინეობის ცნობილ ცენტრში - კლოსტერნოიბურგში მიიღო (კლოსტერნოიბურგში სწავლის დროს მის მიერ შესრულებული ჩანაწერებისა და ჩანახატების რვეული ინახება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში). 1875 წელს ზაქარია ჯორჯაძემ მუშაობა დაიწყო ვენის მახლობლად ქალაქ დიუბლიგის ღვინის სარდაფში. მალე იგი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ქართული და ზოგადად კავკასიური მეღვინეობის გაფართოება და განვითარება. დააარსა სავაჭრო ფირმა "ზ. ა. ჯორჯაძე და კომპანია", ამ ფირმის ღვინის სარდაფი მდებარეობდა თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ("სამტრესტის" ყოფილი №2 ღვინის ქარხანა). ზაქარია ჯორჯაძემ დავით სარაჯიშვილთან ერთად დიდი შრომა და ენერგია მოანდომა საკონიაკე საქმის განვითარებას, კერძოდ, ქარხნის აშენებას წყნეთის ქუჩაზე ("სამტრესტის" ლიქიორის ქარხანა). 1882 წელს ზაქარია ჯორჯაძემ დაიწყო ღვინის სარდაფის აშენება კახეთში, ყვარელში - სოფელ საბუეში. სარდაფში მოთავსებული იყო ღვინის დასადუღებელი და გადასამუშავებელი განყოფილება, ბნელი სარდაფები ძველი ღვინოების შესანახად. სარდაფის თავზე მოწყობილი იყო ფარდული ყურძნის მისაღებად და გადასამუშავებლად, აქედან ყურძნის წვენი მილების საშუალებით მიედინებოდა პირველ სართულზე და კასრებში თავსდებოდა. ღვინის სარდაფთან იყო სამი-ოთხი ნაგებობა მეღვინეებისათვის. სარდაფის დასავლეთ ნაწილში ინახებოდა კახური ტიპის ღვინო, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი სპეციალურად დათმობილი ჰქონდა ევროპული ტიპის ღვინოებს. ამავე ნაწილში ტარდებოდა ცდები სუფრის ღვინოების დასაყენებლად. გარდა ადგილზევე დაყენებული ღვინოებისა, ზაქარია ჯორჯაძეს ურმებით ჩამოჰქონდა საბუეში მაღალხარისხოვანი ღვინომასალები. მას ჩამოყალიბებული ჰქონდა მეპაიეთა სააქციონერო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ყურძნისა და ღვინომასალების შესყიდვა. ეს შემსყიდველს საშუალებას აძლევდა თვითონ განესაზღვრა ყურძნის კრეფის დრო. ზაქარია ჯორჯაძემ სწორედ საბუის ღვინის სარდაფში დაყენებული ღვინო გაიტანა მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ბრიუსელში 1888 წელს, რისთვისაც მას მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – დიდი ოქროს მედალი (მედალი ინახებოდა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც სამწუხაროდ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიკარგა). მეღვინეობის არც ერთი საკითხი, არც ერთი წამოწყება ზაქარია ჯორჯაძის მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა. იგი აქტიურად გამოდიოდა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. პეტერბურგში მეღვინეთა ერთ-ერთ ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა, მოხსენებაში განიხილავდა ღვინის ფალსიფიკაციის სახეებსა და მათი დადგენის გზებს (მოხსენების ხელნაწერი ინახება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში); 1888 წელს ბრიუსელში (ბელგია) დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით. მეღვინე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.440 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |