შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია 1922 წელს; 1922-1924წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1929 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის ელექტროქსელებში მოწყობილობების მემონტაჟედ, ელექტრომონტიორად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ - იქვე ელექტროგაზომვების და ელექტრომანქანების ლაბორატორიაში; 1930-1944წწ. მუშაობდა "საქენერგოში", "საქენერგოპროექტსა" და "ენერგოქსელპროექტში"; 1942-1943წწ. - მენჯი-ფოთის ელექტროგადამცემი ხაზის უფროს საქმის მწარმოებელად; 1945 წელს მონაწილეობდა გერმანიის საბჭოთა ზონაში ინჟინერ-მაიორის ჩინით სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგომონტაჟის განსაკუთრებული სამმართველოს მიერ წარმოებულ აღდგენით სამუშაოებში; 1945 წლიდან ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო-სააღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი იყო; 1960 წელს - ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1963 წლიდან - ინსტიტუტ "ელექტროქსელპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1949-1970წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელებისა და სისტემების კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1979 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა გააგრძელა იმავე ორგანიზაციის ენერგოობიექტების დაგეგმარების ჯგუფის წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაგეგმარდა და აშენდა სრესის, მინგეჩაურჰესი-თბილსრესის, ენგურჰესი-ზესტაფონი-თბილსრესის, ენგურჰესი-სტავროპოლის, რუსთავი-გურჯაანის, ვარდნილჰესები-ბათუმის, ტყვარჩელსრესი-ბზიფის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. არის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მონოგრაფიის "მთის ელექტროგადამცემი ხაზები" ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. შეტანილია სსრკ-ის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის ენციკლოპედიაში "საბჭოთა ენერგეტიკოსები". წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.58-59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |