შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. პიატიგორსკის (სტავროპოლის მხარე, რუსეთი) გიმნაზია, 1923 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. 1941 წელს დაინიშნა სახალინ-მატერიკის სახელწოდებით ცნობილი ნავთობსადენის მაგისტრალის მშენებლობის მთავარ ინჟინრად, ასევე ხელმძღვანელობდა ქ. კომსომოლსკა-ამურზე აეროდრომებისა და ასტრახან-სარატოვის ნავთობსადენის მშენებლობას. 1944 წელს გრიგოლ ჩხეიძე დაინიშნა ჭიათურის "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" მშენებლობის უფროსად, 1946 წლის თებერვალში კი გადაიყვანეს მოსკოვში "მინმშენის" კოლეგიის მდივნად. 1957 წელს დაინიშნა ქ. ნოვოსიბირსკში მშენებარე სამეცნიერო ქალაქისა და მისი ფილიალების მშენებლობის დირექტორად, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად. 1960 წელს გრიგოლ ჩხეიძე გადაიყვანეს რსფსრ "სახმშენის" მძიმე ინდუსტრიის სამშენებლო დაწესებულების უფროსის მოადგილედ. იგი იყო რსფსრ "სახმშენის" ტექნიკური და არქიტექტურის პლენარული საბჭოს წევრი, 1964 წლიდან იყო ნავთობისა და გაზის მრეწველობის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად. გრიგოლ ჩხეიძემ მსოფლიო სამშენებლო პრაქტიკაში პირველად გამოიყენა აფეთქების საშუალებით ტრანშეს გაჭრის ტექნიკა ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გასაყვანად. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამშენებლო პროექტში (ბამი, ვოლგა-ბალტიის სამდინარო არხი, იმიერპოლარეთის რკინიგზის ტრასა, ნავთობსადენები, ტრასა ვოლგისპირეთში). წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.418 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |