Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1972 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საიმჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 1995 წელს. კურსანტობის პერიოდში საზღვაო-საცურაო პრაქტიკები გაიარა თბომავალ «ვასილ კოლაროვზე» და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «მაშტაგზე», «ჩარჯოუზე» და «ქარელზე»; 1972 წელს, სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «ნეფტეგორსკზე» დაიწყო; მომდევნო წლებში შტურმანად და კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე «სამტრედია», «ალექსეევკა», «ახალციხე», «აქტაუ», «ასპინძა», «ბოლშევიკი კამო» და «დავით ბაქრაძე», 1988 წელს კი ტანკერ «აკადემიკოს უზნაძის» კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 1995 წელს კაპიტნობა პირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილ ტანკერ «აკადემიკოს უზნაძეზე», იმ დროს უკვე მალტის დროშის ქვეშ მცურავი ჩაიბარა; იგი მეთაურობდა სანაოსნო კომპანია «ადჯარ შიფინგის» კუთვნილ ტანკერებს - «გონიოსა» და «ქობულეთის» ეკიპაჟებს; 1999 წლიდან გერმანული სანაოსნო კომპანია «კოლუმბია შიფმენეჯმენტის» მოქმედი კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |