The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭიჭიკო რაფავა

ჭიჭიკო რაფავა
ოფიციალური სახელი:ავქსენტი რაფავა
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1955  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორცხელი, ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის საეკლესიო-სამრევლო სკოლა 1915 წელს, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარია, ვაჟთა მე-3 გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1919 წელს შევიდა ბოლშევიკურ პარტიაში; ამავე წლის ოქტომბრიდან 1920 წლამდე "სპარტაკის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი იყო. მალე დამოუკიდბელი საქართველოს არმიაში გაიწვიეს, მსახურობდა ქართულ მენშევიკურ ჯარში, სიღნაღის მე-5 სასაზღვრო რაზმის უმწყობრო ასეულის რიგითად; ამ პერიოდში მან კავშირი დაამყარა რკპ (ბ) ტფილისის იატაკქვეშა საქალაქო კომიტეტთან; დაპატიმრების შიშით დეზერტირობდა და ტფილისში იმალებოდა; 1921 წლის მარტიდან მაისამდე იყო საქართველოს კპ (ბ) ტფილისის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისტი; 1921 წლის მაისიდან 1922 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ალკკ ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებას; 1922 წლის თებერვლიდან 1923 წლის მაისამდე იყო საქართველოს კპ (ბ) ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი; 1923 წლის მაისიდან 1924 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარიატის უფროს ინსპექტორად; 1924 წელს  მუშაობა დაიწყო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში; 1924 წლის აგვისტოდან 1925 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს საგანგებო კომისიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული; 1925 წლის თებერვლიდან 1926 წლის 9 აგვისტომდე ამავე განყოფილების უფროსი მოადგილე; 1926 წლის 9 აგვისტოდან 1927 წლის 24 მაისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოადგილე;  1927 წლის 24 მაისიდან 1929 წლის 24 ივლისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების უფროსი; 1929 წლის 24 ივლისიდან 1930 წლის 19 მაისამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული სამმართველოს უფროსი; 1930 წლის 19 მაისიდან 1931 წლის 3 დეკემბრამდე  აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი, პარალელურად; 1930 წლის 16 აგვისტოდან 1931 წლის 15 დეკემბრამდე იყო გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ბათუმის 37-ე სასაზღვრო რაზმის უფროსი; 1931 წლის 3 დეკემბრიდან 1933 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტსამმართველოს თავჯდომარის მოადგილედ; 1933 წლის 10 აპრილიდან 1934 წლის 10 ივლისამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსად; 1934 წლის 13 ივლისიდან 1935 წლის 26 თებერვლამდე შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსად; 1935 წლის 26 თებერვლიდან 1936 წლის 14 იანვრამდე ამიერკავკასიის სფსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს სატრანსპორტო განყოფილების უფროსად; 1936 წლის 14 იანვრიდან 1937 წლის 1 იანვრამდე ამიერკავკასიის სფსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ; 1936 წლის 29 ოქტომბრიდან 1937 წლის 28 აგვისტომდე საქართველოს სსრ შინსახკომის საგზაო და საგზატკეცილო მშენებლობების განყოფილების უფროსად; 1937 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე; 1937 წლის 28 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი; 1937 წლის 2 ნოემბრიდან ლავრენტი ბერიას წარდგინებით დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე; ამ თანამდებობაზე 1938 წლის 14 ივლისამდე მუშაობდა; 1938 წლის 14 აგვისტოდან აფხაზეთის ასსრ სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა; ეს პოსტი 30 ნოემბრამდე ეკავა; 1938 წლის 21 ნოემბრიდან 1941 წლის 11 მარტამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1941 წლის 11 მარტიდან 31 ივლისამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი; 1941 წლის 8 აგვისტოდან 1943 წლის 21 მაისამდე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1943 წლის 21 მაისიდან 1948 წლის 12 იანვრამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი (მინისტრი); მისი ძმა, პოლკოვნიკი ნიკოლოზ რაფავა (არმიის ქიმიური სამსახურის უფროსი) ტყვედ ჩავარდა და გერმანელებთან თანამშრომლობდა. ის ნაცისტურ პარტიაში შევიდა, რაც ავქსენტი რაფავას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანოებიდან გათავისუფლების საგანი გახდა; 1948 წლის 25 იანვარს ავქსენტი რაფავა დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის პოსტზე; 1951 წლის 11 ნოემბერს ე. წ. "მეგრელთა საქმის" გამო დააპატიმრეს; 1953 წლის მარტამდე მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა. სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის 1953 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, იგი გათავისუფლდა და რეაბიტილირებულ იქნა; 1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის მინისტრად დაინიშნა; 1953 წლის 17 ივლისს იგი კვავ დააპატიმრეს; 1955 წლის 19 სექტემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 და 58-8 მუხლებით გაასამართლა და საასჯელის უმაღლესი ფორმა დახვრეტა მიუსაჯა; იგი რეაბილიტირებული არ არის; იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევების დეპუტატი; საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი, სსრკ-ის შსსკ-ის სამეულის ერთ-ერთი წევრი და სტალინური რეპრესიების აქტიური ორგანიზატორი; საბჭოთა აფხაზეთის სახელმწიფო მოღვაწე; აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (1938); სპეციალური წოდებები: სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორი (13.01.1936); სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი (14.03.1940), გენერალ-ლეიტენანტი (09.07.1945); ჯილდოები და მედლები: ნიშანი "საკავშირო საგანგებო კომისიის - სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკი (XV)" (20.12.1932).

წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 57-59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სამამულო ომის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - სამამულო ომის ორდენი
  • 1944 - სუვოროვის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1941 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1940 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1937 - ლენინის ორდენი
  • 1931 - შრომის წითელი დროშის ორდენი (საქართველოს სსრ-ის )

გააზიარე: