The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ღარიბაშვილი

ივანე ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1989  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი, ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა ქ. სიღნაღის საშუალო სკოლა 1925 წელს; ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1930 წელს; საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტის საკოლმეურნეო ფაკულტეტი.
1931 წლის თებერვლიდან 1933 წლის იანვრამდე იყო ხაშურის რაიონის საკოლმეურნეო კავშირის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე; 1933 წლის იანვრიდან 1938 წლის მარტამდე ხაშურის რაიონის კოლმეურნეობებში შრომის ორგანიზაციის სექტორის გამგე; 1938 წლის მარტიდან 1940 წლის ივნისამდე საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საქართველოს სოფლის მეურნეობის მომარაგების ინსტიტუტის რევიზორი; 1940 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მობილიზაციით ივანე ღარიბაშვილმა მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში; 1940 წლის ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე იყო შინსახკომის ქ. ყვარლის რაიგანყოფილების თანამშრომელი; 1940 წლის ოქტომბრიდან 1945 წლის მარტამდე საქართველოს შინსახკომისა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის თანამშრომელი (გამომძიებელი 1940-1941წწ., უფროსი გამომძიებელი 1942-1944წწ., კადრების განყოფილების უფროსი 1944-1945წწ.), 1945 წლის 27 იანვრიდან 1948 წლის 20 თებერვლამდე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გურჯაანის რაიგანყოფილების უფროსი; 1948 წლის მარტიდან 1952 წლის 24 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე; 1952 წლის 24 იანვრიდან 1952 წლის 19 აგვისტომდე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1952 წლის 19 აგვისტოდან 1953 წლის 14 აპრილამდე აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1953 წელს, ი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საკავშირო შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა, ი. ღარიბაშვილი აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1953 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსი ინაურმა ი. ღარიბაშვილი ისევ აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ამ თანამდებობაზე მან 1954 წლის 13 აპრილამდე იმუშავა; 1954 წლის 13 აპრილიდან 1954 წლის 3 სექტემბრამდე ივანე ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თავმჯდომარე გახლდათ; 1954 წლის 3 სექტემბრიდან 1958 წლის 18 ნოემბრამდე  საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე; 1958 წლის 18 ნოემბრიდან 1961 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; ამ პერიოდში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრიც; 1962 წლის 10 ივლისიდან გადაყვანილ იქნა პროფკავშირების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს ორგანოებში და დაინიშნა ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც 1972 წლის 6 იანვრამდე მუშაობდა, შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში მოღვაწეობდა; 1974 წლიდან იყო საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი; ივანე ღარიბაშვილი იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს V მოწვევის (1959-1963 წწ.) დეპუტატი;  სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი (1958); დაჯილდოებულია ხუთი მედლით. არაერთგზის იყო დაჯილდოებული საპატიო სიგელებით.

წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 74-75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1949 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1946 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: