Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ვოინიჩ–სიანოჟენცკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს; თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა - 1955 წელს. 1954-1978წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ; პარალელურად სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საპროექტო ინსტიტუტ "საქსასწყალპროექტში", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ოკეანოლოგიისა და ჰიდრავლიკის კათედრების პროფესორად; 1978 წელს გადავიდა მოსკოვში სსრკ-ის სახმშენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1980 წელს ჩამოაყალიბა ინსტიტუტის თბილისის განყოფილება "თბილწყალგეო". მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდრომექანიკისა და ჰიდროლოგიის თითქმის ყველა მიმართულებას; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი წყლის დინებების აერაციისა და მდგრადობის, კალაპოტური პროცესების დინამიკის, ზღვის სანაპირო არეებისა და მდინარეთა შესართავი უბნებისა და წყალსაცავების ჰიდროდინამიკის, ჰიდროეკოლოგიის, მორფოდინამიკის და მრავალი სხვა მეცნიერული მიმართულების პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში. არის ორასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი; მონაწილეობდა ჰიდრავლიკური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის მრავალი კონგრესის მუშაობაში; ხშირად იწვევდნენ საზღვარგარეთ მშენებარე ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე კონსულტანტად; მოღვაწეობდა მოსკოვში და ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.72-73 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |