შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თურქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით 1930 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდროენერგოპროექტის სისტემაში ინჟინერ-დამპროექტებლად; 1934 წელს გადავიდა საქენერგოს ცენტრალურ ლაბორატორიაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. მისი მოღვაწეობა მთლიანად დაუკავშირდა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების საქმეს. 1935 წელს იგი დაინიშნა საქენერგოს რელეური დაცვის ცენტრალური სამსახურის უფროსად. ამ თანამდებობაზე მუშობისას მან გადაწყვიტა იმ დროისთვის ურთულესი ელექტროტექნიკური ამოცანები, რაც დაკავშირებული იყო დაცვების რეკონსტრუქციასა და მისი ექსპლუატაქციის კულტურის ამაღლებასთან; 1947 წელს გადაყვანილ იქნა საქმთავარენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის მთავარ ინჟინრად, სადაც 21 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს მთელი რიგი ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის სამონტაჟო-გამშვები სამუშაოები, დაინერგა ენერგოსისტემების ობიექტების ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია; საქმთავარენერგოს მთელი რიგი ჰიდროსადგურების კომპლექსური ავტომატიზაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა მორიგე პერსონალის გარეშე ამ სადგურების მუშაობა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური მიღწევა იყო. მას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის საქართველოს ელექტროსისტემის მუშაობის ნორმალური რეჟიმების დარღვევისას სისტემაში წარმოშობილი პროცესების დროული აღკვეთისა და სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეში. მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მის მიერ დამუშავებული საინჟინრო-ტექნიკური მეთოდები შესულია სახელმძღვანელოებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ენერგეტიკოსი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.78-80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |