Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კერვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1955წწ. მუშაობდა ვორონეჟის ელექტრომექანიკურ ქარხანაში; 1955-1958 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1958-1961წწ. სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო-მექანიკის, ხოლო 1961 წლიდან - თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტებში; 1962 წლიდან მთელი თავისი საქმიანობა მთლიანად დაუკავშირა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს; 1964 წელს მიენიჭა დოცენტის, 1981 წელს - პროფესორის წოდება; 1966 წელს იგი დაინიშნა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1968 წელს აირჩიეს ამავე ფაკულტეტის დეკანად. მან დიდი ღვაწლი დასდო ენერგეტიკის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სრულყოფილად მართვის უმნიშვნელოვანეს საქმეს; 1969-1995წწ. იყო "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის" კათედრის გამგე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, 10-ზე მეტი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოების ავტორი. ენერგეტიკის დარგის ცნობილი მოღვაწე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.86-88; საქართველოს ენერგეტიკოსები, ტ.2. - თბ., 2010. - გვ.163; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |