Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კვინიხიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი "საექსპლუატაციო" სპეციალობით 1939 წელს; დაამთავრა საბჭოთა კავშირის სამთო მრეწველობის აკადემია სამთო საბადოების დამუშავების მიწისქვეშა მეთოდის სპეციალობით 1952 წელს. 1933 წლამდე მუშად მუშაობდა ტყიბულის სტალინის სახელობის შახტში; 1939-1940წწ. მუშაობდა კრივოიროგის "ლენინრუდის" ტრესტში რაიონულ ინჟინრად და უბნის უფროსად; 1940-1941წწ. იყო "მაკეევკნახშირის" უბნის უფროსი; 1941 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სამთო მრეწველობის სხვადასხვა საპასუხისმგებლო და ხელმძღვანელ თანამდებობებზე: ტყიბულის რაიონული სამთო ტექნიკური ინსპექციის უფროსად, სტალინის სახელობის შახტის მთავარ ინჟინრად, შახტის უფროსად, ვ. ლენინის სახელობის შახტის უფროსად, ტყვარჩელის "ტყვარჩელნახშირის" ტრესტის შახტის მთავარ ინჟინრად და შახტის უფროსად, "ახალციხენახშირისა" და "ტყიბულნახშირის" ტრესტების მთავარ ინჟინრად; "საქნახშირის" კომბინატის უფროსის მოადგილედ და საწარმოო გაერთიანება "საქნახშირის" დირექტორად წარმოების დარგში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.90 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |