შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1955 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა დაიწყო კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში, ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ კი აირჩიეს კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1956-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობის სამმართველოს ინჟინრად და კომკავშირის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1963 წლის 18 ოქტომბრიდან 1965 წლის 30 ივნისამდე იყო საქართველოს კპ ქ. თბილისის ლენინის რაიონული კომიტეტის მდივანი; 1965 წლის 30 ივნისიდან 1969 წლის 16 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1969 წლის 16 ივნისიდან 1972 წლის 22 აგვისტომდე საქართველოს სსრ შსს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად; 1969 წლის 16 ივნისიდან 1976 წლის 20 ივლისამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1972 წლის 22 აგვისტოდან 1976 წლის 20 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ; 1975 წლის 31 ოქტომბერს მიენიჭა მილიციის გენერალ-მაიორის წოდება; 1976 წლის 20 ივლისიდან 1977 წლის 8 თებერვლამდე იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1977 წლის 8 თებერვლიდან ამავე განყოფილების უფროსი; 1979 წლის 26 მაისიდან 1986 წლის 21 იანვრამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1986 წლის 28 იანვრიდან 1987 წლის 7 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივნის თანაშემწედ სამობილიზაციო საქმეში; 1982 წლის 17 თებერვალს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის წოდება; შს ორგანოებში მუშაობის პერიოდში წახალისებულ იქნა 24-ჯერ; 1986 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა საქართველოს საგეგმო კომიტეტის მეორე განყოფილების უფროსად; 1992-1996წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ძალოვანი უწყებების დაფინანსების საკითხთა კურატორად; 2002 წელს მუშაობდა საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; საქართველოს კპ თბილისის ლენინის რაიკომისა და ბიუროს წევრი (16.03.1963 — 27.01.1966); საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (24.01.1981-დან); იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების ლენინის რაიონული საბჭოს X მოწვევის დეპუტატი (21.03.1965 — 19.03.1967), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი (15.06.1979 — 24.02.1985); დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი. წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.83-84; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.421; სსპი - ვეტერანების სახელმწიფო სამსახური: m.facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |