Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტიტე ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1915 წელს; 1915 წლის ოქტომბრიდან 1916 წლის აგვისტომდე მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც ერთი კურსი დახურა; 1917 წლის იანვრიდან მაისამდე სამხედრო სკოლაში სწავლობდა. მოსკოვში სწავლის დროს მუშაობდა სტუდენტურ სასადილოში კონტროლიორად; ძმების გავლენით იგი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო; მონაწილეობდა ქუთაისის შეიარაღებულ აჯანყებაში; 1916-1917წწ. არმიაში მსახურობდა; 1916 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ბატალიონის რიგითად; 1917 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო ზაამურის მეორე ქვეითთა პოლკის ასმეთაურის თანაშემწე; 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის ივლისამდე თბილისში რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტმუშაკი; 1918 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და სექტემბრამდე ციხეში იჯდა; 1918 წლის ოქტომბრიდან 1919 წლის ოქტომბრამდე რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მებრძოლი იყო; 1919 წლის სექტემბერში თბილისში გენერალ ბარათოვზე განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელია; 1919 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და 1920 წლამდე მეტეხისა და ქუთაისის ციხეებში იხდიდა სასჯელს; 1920 წლის მაისიდან ივნისამდე რკპ(ბ) გორის საოლქო კომიტეტის სამხედრო განყოფილების გამგე; 1921 წლის იანვრიდან აპრილამდე სრულიად უკრაინის საგანგებო კომისიაში მუშაობდა; 1921 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ქუთაისის გუბერნიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე; 1921 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე საქართველოს საგანგებო კომისიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1922 წლის იანვრიდან 1923 წლამდე საქართველოს საგანგებო კომისიის განსაკუთრებული ოპერრწმუნებუნებული ბანდიტიზმთან ბრძოლაში; 1923 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი; 1923 წლის ოქტომბრიდან 1925 წლის დეკემბრამდე ამიერკავკასიის სფსრ-ში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი, ამავე დროს საქართველოს საგანგებო კომისიის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი; 1925 წლის დეკემბრიდან 1927 წლის ოქტომბრამდე იყო პარიზში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საზღვარგარეთის განყოფილების რეზიდენტის მოადგილე; იგი აქ მუშაობდა როგორც გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის თანამშრომელი; 1927 წლის ნოემბრიდან 1929 წლის 10 აგვისტომდე იყო ამიერკავკასიის სფსრ-ში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობისა და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო განყოფილების უფროსი; 1929 წლის 10 აგვისტოდან 1931 წლის 3 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილედ და ამავე დროს საიდუმლო - ოპერატიული სამმართველოს უფროსად; 1931 წლის 14 ოქტომბრიდან 1933 წლის 10 აპრილამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, ამასთან ერთად, 1931 წლის 11 ნოემბრიდან 1933 წლის 10 აპრილამდე იყო გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციის თავმჯდომარის მეორე მოადგილე და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე; 1933 წლის 10 აპრილიდან 1934 წლის 10 ივლისამდე გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე; 1934 წლის 15 ივლისიდან 11 ნოემბრამდე ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1935 წლის 2 იანვრიდან 1937 წლის 16 თებერვლამდე შინსახკომის ყირიმის ასსრ სამმართველოს უფროსი; 1935 წლის 23 თებერვლიდან 1937 წლის 29 ივნისამდე შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს შავი და აზოვის ზღვების საზღვაო ძალების განსაკუთრებული განყოფილების უფროსი; 1937 წლის 16 თებერვლიდან 29 ივნისამდე ყირიმის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1937 წლის 22 ივნისს დააპატიმრეს და 1937 წლის 14 სექტემბერს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს; 1958 წელს იგი რეაბილიტირებულ იქნა; 1935 წლის 29 ნოემბერს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორის წოდება; დაჯილდოებულია "საკავშირო საგანგებო კომისიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკის" ნიშნით (1925 წელს და 1932 წლის 20 დეკემბერს). წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.105-106 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |