შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ აშორდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1975 წელს; მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1985 წელს. 1994 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ზოგადი მათემატიკის" მიმართულების სრული პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. სამეცნირო კვლევის მიმართულებებია: განზოგადებულ ჩვეულებრივ დიფერენციალურ, იმპულსურ და სხვაობიან განტოლებათა თეორიები. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.11; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sou.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |