The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ბუთხუზი

თამაზ ბუთხუზი
Date of birth:1946  (79 years)
Category:Inventor, Scientist, Physicist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

რამდენიმე გამოგონების ავტორი, რაც მოიცავს ნახევარგამტარებში არაწონასწორულ პირობებში დეფექტთა წარმოქმნის თეორიას. მისი რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი კვაზიეპიტაქსიის მეთოდის გამოყენებით პირველადაა მიღებული როგორც თუთიის ოქსიდის უნიკალური, უდეფექტო იზოლარული, ასევე პ-ტიპის ფენები. ამ თეორიის გამოყენებით მსოფლიოში პირველად იქნა შესაძლებელი თუთიის ოქსიდის ელექტრო-ოპტიკური თვისებების მართვა. რეალურად მიღებული იქნა დროში ტემპერატურის და რადიაციის მიმართ მედეგი თუთიის ოქსიდი. ეს შედეგი ახალი თაობის მართვის სისტემების შექმნის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომებისა სოციალურ ფილოსოფიაში. მისი სამეცნიერო კვლევის საგანია ფოტონ-ელექტრონული ურთიერთქმედება. ის არის ავტორი გამოგონებისა, რომელიც მოიცავს ნახევარგამტარებში არაწონასწორულ პირობებში დეფექტთა წარმოქმნის თეორიას. ამ თეორიის მიხედვით შექმნილია ნახევარგამტართა მიღებისა და მათი ელექტრო-ოპტიკური თვისებების მართვის ახალი, ორიგინალური მეთოდი - რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი კვაზიეპიტაქსია. ამ მეთოდით პირველად იქნა გათვლილი ის კრიტიკული ტემპერატურის მნიშვნელობა, რომლის შემდეგ სისტემა თვისობრივად ახალ თვისებებს იძენს. რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი კვაზიეპიტაქსიის მეთოდით მიღებული იქნა მზის ბატარეებში გამოყენებადი მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის (53-80%) მქონე მასალები ZnMnTeO.
მის სოციალურ-ფილოსოფიურ შრომებში წარმოდგენილია ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს განვითარების მატრიცული თეორია. ავტორს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებსა და ცივილიზაციის მიღწევების გათვალისწინებით, სისტემური ანალიზით ჩამოყალიბებული აქვს ზოგადი მიდგომები და პრინციპები, რაც თვითგანვითარებადი, თვითორგანიზებადი, რეგენერაციის უნარის მქონე საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნის საშუალებას იძლევა. ამ ურთულესი პრობლემის გადასაწყვეტად ავტორი იყენებს კომპლექსურ მიდგომას. მოვლენების ანალიზისას ეყრდნობა ლოგიკას და ფაქტებს. აღნიშნულ ნაშრომებში სოციუმის პრომლემები განხილულია ზუსტი მეცნიერების, ფილოსოფიის, თეოლოგიის, სოციალური ფილოსოფიისა და იურიდიული ფილოსოფიის თვალთახედვიდან. სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ზნეობის, ეთიკის და რაციონალიზმის პრინციპებს. აღნიშნულ ნაშრომებში ავტორმა წარმოადგინა სახელმიწფოს შექმნის ორიგინალური, უნივერსალური თეორია, რომელსაც "მატრიცული თეორია" უწოდა. მატრიცული თეორია ეფექტურად ხსნის, თუ როგორ ხდებოდა ისტორიულად დეგრადირებული სოციუმიდან განვითარებადი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა-ჩამოყალიბება. მატრიცული თეორია ხსნის იმ მექანიზმს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული ქაოსიდან უმოკლეს დროში მძლავრი, რეგენერაციის უნარის მქონე, თვითგანვითარებადი, თვითორგანიზებადი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2004). 
სადოქტორო დისერტაციის თემა - "დეფექტების წარმოქმნა რადიკალურ-სხივური ჰეტერირებადი ეპიტაქსიის მეთოდით მიღებულ A B შენაერთებში", დაიცვა 1996 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.15 

Bibliography


Share: