შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უშანგი სახლთხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს. 1963 წელს გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტიდან სხვა სტუდენტებთან ერთად გაიგზავნა ქ. რიგაში ლატვიური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესასწავლად. გარკვეული პერიოდი მუშაობდა სოფელ საცხენჰესის საშუალო სკოლაში (სოფელი სააკაძე, გარდაბნის რაიონი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1965-1969წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1969 წლიდან მუშაობდა თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებული ფარნაოზ ერთელიშვილის სახელობის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1965 წლიდან აქვეყნებდა ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე სტატიებსა და ნარკვევებს, აღწერილი აქვს ტოპონიმიკური მასალა (40 000 ათასამდე ერთეული), ძირითადად კახეთის რეგიონში. 1970 წლიდან ეწევა თარგმნელობით მოღვაწეობას, თარგმნილი აქვს ლატვიელი მწერლის ზ. სკუინის რომანი "კოლუმბის შვილიშვილები", ჟ. გრივას "ნოქტიურნი", ა. ბელის რომანი "გალია", ლატვიელ მწერალთა მოთხრობების კრებული "ქარვის ზღვის პირას", "თბილისო, თბილისო, თბილისო...", ვ. ბელშევიცას "სულ იმ ყეყეჩი პაულინეს ბრალია". გამოცემული აქვს ა. იაკუბანის მოთხრობების კრებული, იან რაინისის "აზრები", აგრეთვე ორიგინალური ნაშრომი "ლატვიურ-ქართული სასაუბრო ლატვიური ენის გრამატიკის მიმოხილვითა და ლატვიურ-ქართული ლექსიკონით. 1997 წელს გამოსცა ნარკვევების კრებულის - "ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები", პირველი და მეორე წიგნები, აგრეთვე "ლოჭინის ხეობის ონომასტიკონი". საქართველოს რადიოსა და ქართულ გაზეთებში "სოფლის ცხოვრება", "საქართველოს რესპუბლიკა" ხელმძღვანელობდა რუბრიკას "რას მოგვითხრობენ ტოპონიმები". თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს ქართული ონომასტიკის საკითხებზე, ფილოლოგიის მთარგმნელობით განყოფილებაზე კი ბალტიური (ლატვიური) ფილოლოგიის კურსს. უშანგი სახლთხუციშვილი შეყვანილია ლატვიის ენციკლოპედიაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართულ ტოპონიმთა ისტორია-ეტიმოლოგიისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს მასალების მიხედვით)". წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.611; armuri.georgianforum.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |