შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ უგულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი. დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ლიტერატორის სპეციალობით 1999 წელს; მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის მაგისტრატურა 2004 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე - რედაქტორად: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობა", "მერანი"; 2015-2018წწ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ღვინის თეატრის" დირექტორად; 2020 წლიდან არის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი; ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: "გულში შენ ხარ!", "ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!", "თუ გეყვარება...", "ვერცხლის ტყვიები", "შენ რომ არა...". 2016 წელს გახდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის ლაურეატი. წყარო: საბავშვო ავტორები: kids.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.300 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |