The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ მალაყმაძე

როინ მალაყმაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1996 წელს; 1997-2000 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ასპირანტი.

1991-2004წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; 2004-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსად; 2006-2010წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ; 2003 წლიდან იყო ბათუმის ტბელ აბუსერისძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 2005 წლიდან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2006 წელს არჩეული იქნა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 2010-2014წწ. არის საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ხელმძღვანელობს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას; 2010 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორია; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ისტორია და ეთნოლოგია; ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ და უცხოურ ენებზე; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; არის ავტორი მონოგრაფიისა: "ლიგანის ხეობა" (ისტორიულ ეთნოლოგიური გამოკვლევა, 2008); "წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან" (თანაავტორი, 2017); "ზემო მაჭახელი" (2019); გადაღებული აქვს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის დოკუმენტური ფილმი - "ლიგანის ხეობა" (2000). მიღებული აქვს ლაურიატი მასწავლებლის წოდება (2003), თედო სახოკიას დარგობრივი პრემია (2004), აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელი (2015), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (2017, 2019), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის მედალი (2020). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ლიგანის ხეობა (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 2003 წლის 10 იანვარს.

ბიბლიოგრაფია

  • ზემო მაჭახელი (ავტორი). - თბილისი, გამომცემლობა "კოლორი", 2019. - 237გვ.. - ISBN: 978-9941-8-1507-2
  • წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან : კრებული (ავტორი) // წ.1 . - თბილისი, გამომცემლობა "სამშობლო", 2017. - 1032გვ.. - ISBN: 978 994109951-9
  • თამარ მეფე წმინდანი : თამარ მეფის ხსენებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები (ავტორი). - ბათუმი, ს.ს. "გამომცემლობა აჭარა", 2014. - 80გვ.. - ISBN: 978-99940-21-00-0
  • შპს "სეზანი" : ჩვენებურთა ბელადი (როცა უკვდავება სიცოცხლეზე ძვირფასია) (რედაქტორი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2010. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-0-2449-8
  • ლიგანის ხეობა : ლიგანის ხეობა (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2008. - 239გვ.. - ISBN: 978-99940-59-88-1

გააზიარე: