The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა ლებანიძე

ელგუჯა ლებანიძე
Date of birth:8 November, 1937
Date of death:December, 2014  (at 77 years)
Category:Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუკუზანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

პირველი ლექსი − "ამაღლება" − 1962 წელს გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში", თუმცა დებიუტს გაგრძელება არ მოჰყოლია და ქართველმა მკითხველმა ელგუჯა ლებანიძე გაიცნო, როგორც სერიოზული და ნაყოფიერი ჟურნალისტი. იყო ახმეტის რაიონული გაზეთ "ბახტრიონის" რედაქტორი, "სოფლის ცხოვრების" კორესპონდენტი და განყოფილების გამგე; მუშაობდა სხვადასხვა რედაქციებში - "სიმართლე", "საქმიანი კვირა", "საქართველოს რესპუბლიკა" და სხვა; გამოქვეყნებული აქვს პროზაული თუ პოეტური კრებულები: "თბილისში ბარათებს არ აგზავნიან", "გადაწიეთ ფარდა, შემოუშვით სინათლე", "არა ოდენ მახვილით", "ბედი მდევარი", "აისიდან დაისამდე", "ვიდრე ნაფეხურები წაშლილა"; სისტემატურად აქვეყნებდა საყმაწვილო ლექსებსა და მოთხრობებს. 1996 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა პროზაში.  

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.484; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.314;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 199

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია
    ეკონომიკის თემაზე გამოქვეყნებული ნარკვევებისთვის

Bibliography


Share: