| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თომა მთავრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, გურჯაანის რაიონი (ყოფილი სიღნაღის მაზრა). 1881 წლის სექტემბრიდან იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი, სადაც იმსახურა 33 წელი. თომა მთავრიშვილის მოღვაწეობას დიდ შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის გამგეობის სხდომაზე, იაკობ გოგებაშვილის წინადადებით თომა მთავრიშვილი პროგიმნაზიული კლასების პედაგოგად გადაიყვანეს. "ივერიაში", "დროებასა" და "შრომაში" აქვეყნებდა ნარკვევებს სკოლებისა და გლეხების მდგომარეობის შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. ქართველი საზოგადოებაბა მისი თარგმანებით ეცნობოდნენ უცხოელი პედაგოგების (მ. შ. პესტალოცის) ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ეთნოგრაფიულ წერილებს აქვეყნებდა კავკასიის სასწავლო ოლქის რუსულ პერიოდულ კრებულებში, აგრეთვე "მოამბესა" და "ჯეჯილში". XIX ს. 80-იანი წლებიდან დიდი წვლილი შეიტანა პოპულარული წიგნების გამოცემასა და გავრცელებაში, სოფლად დააარსა ბიბლიოთეკები. 1908 წელს ი. და ს. ოცხელებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა წიგნის გამომცემელთა ამხანაგობას, რომელმაც 73 სახელწოდების სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. მან ი. ოცხელთან და ს. ყიფიანთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო "გუთანი", რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ საუკეთესო გამოცემად ითვლებოდა; გამოსცა ასევე "ქართული ანბანი". მესტამბე, გამომცემელი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ., 2001.-გვ.487; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.297-300; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.161-167; განმანათლებლობა საქართვერლოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

