Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან კოპლატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბასილეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ასპირანტურა 1969 წელს. 1970-1983 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1995წწ. - დიფერენციალური განტოლებების განყოფილების გამგე; 1995-2006 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური თვისებები, ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების რხევადობის კრიტერიუმები, სხვაობიან განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევის შესახებ, სასაზღვრო ამოცანები. პუბლიკაციების საერთო რაოდენობა: 121. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.34; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |