Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თელავის სასწავლებელი 1902 წელს; 1903 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის მებაღეობის ტექნიკუმში (კარგი სწავლისთვის ფულს უხდიდა "ქართული ბანკი"). მუშაობდა მუკუზანის საუფლისწულო მამულში, 1909 წელს დაინიშნა წინანდლის საუფლისწულო მამულის მევენახედ. "ქართულმა ბანკმა" 1910 წელს სოფელ ყვარელში გადასცა ვენახი, სახნავ-სათესი, წაბლისა და მუხის ტყე. 1910 წელს დავით ჯაფარიძე გადაიყვანეს მუკუზანის მთავარ მეღვინე-მევენახედ. 1925-1927წწ. მან საფუძველი ჩაუყარა ღვინის დასამზადებელი პატარა მარნების მშენებლობას (არგვეთი, ჩხარი, სიმონეთი, საზანო, თერჯოლა ). 1929 წელს გადაიყვანეს სამტრედიის მეღვინე-მევენახედ, სადაც 1959 წლამდე მუშაობდა. მეღვინე, მევენახე, ენოლოგი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.518
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |