შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. გრიგოლი იყო იოანე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ერეკლე მეორის ასულის, ქეთევანის შვილი. (გრიგოლის მოსახელე და ისიც იოანე ბაგრატიონის (ბატონიშვილი) ძე ორი სხვადასხვა მწერალია). გრიგოლის მამა იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი ერეკლე მეორის კარზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მას ხელი აქვს მოწერილი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე. 1783 წლის 27 ივლისს ერეკლე მეორემ თავის უფროს სიძეს, დავით ორბელიანს სახლთხუცესობა ჩამოართვა და იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელს უბოძა (გარდაიცვალა 1800 წელს). გრიგოლის დედა ქეთევანს (1764-1840) პოეტური ნიჭითაც გამოირჩეოდა. გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელს მიღებული ჰქონდა სამხედრო განათლება (სწავლობდა დაახლოებით 1815-1820 წლებში). მისი თავგადასავალი აღწერილია ავტობიოგრაფიულ პოემაში "გრიგოლიანი", მასვე ეკუთვნის "მოთხრობა ივერიისათვის", "მუხრანის ბატონიშვილი გრიგოლისაგან თქმული სატრფიალო". წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.526
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |