The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ქურდიანი

ირაკლი ქურდიანი
Date of birth:1907
Date of death:2 December, 1984  (at 77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: პოლონეთი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1930 წელს.

იგი აქტიურად მონაწილეობდა ახალი ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტებასა და მათ გამართვა-მოწყობაში (ალაზანჰესი, თბილისის თბოსადგური და სხვ.).

1932 წელს დაიწყო სამუშაოები ზაჰესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ორი ახალი ჰიდროგენერატორის დამონტაჟება, გამანაწილებელი მოწყობილობის გაფართოვება და მეორადი საკომუტაციო წრედების გადაკეთება უშუალოდ ირაკლი ქურდიანის ხელმძღვანელობით მოხდა; ირაკლი ქურდიანის ხელმძღვანელობითვე მიმდინარეობდა მშენებარე თბილისის თბოელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები, ელექტრული ნაწილის ახალი პროექტიც მისი ხელმძღვანელობით იყო შესრულებული. 1944 წელს იგი დაინიშნა თბილისის საქალაქო ქსელების სამმართველოს მთავარ ინჟინრად, მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ომის შემდგომ პერიოდში (1948) სასოფლო-სამეურნეო რაიონების ელექტროფიკაციის მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა. ამ პერიოდის მისი სამეცნიერო შრომები ფართოდ დაინერგა ენერგეტიკაში, ირაკლი ქურდიანის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაოები სოფლის ჰესების სრული ავტომატიზაციისათვის,  მთლიანად იქნა ავტომატიზირებული ელექტროსადგურები (ტირიფონჰესი, იგოეთჰესი, ბოლნისჰესი და სხვ). 1964 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელსადგურებისა და სისტემების კათედრის გამგედ. პროფესორი, მეტყევე-სელექციონერის სოლომონ ქურდიანის შვილი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.568

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography

  • რელეური დაცვა : ზოგადი ნაწილი და დენური დაცვები (ლექციების კონსპექტი) (Author). - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1979. - 86გვ.
  • რელეური დაცვა (Author) // ნაწ. 2 : ელექტროგადამცემი ხაზების სწრაფმოქმედი დაცვები. - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1974. - 218გვ.
  • ელექტრული ქსელები და სისტემები : დამხმ. სახელმძღვ. პროფტექნიკური ინ-ტის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, განათლება, 1972. - 310გვ.
  • ენერგოსისტემების ავტომატიზაცია : ძაბვის და სიხშირის რეგულირება ელექტროსადგურებზე (დამხმ. სახელმძღვ.) ნახაზები (Author). - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1972. - 68გვ.

Share: