The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხა ქურხული

მიხა ქურხული
Date of birth:1880
Date of death:1961  (at 81 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

მუშაობდა ყასბად საგარეჯოს რკინიგზის სადგურთან ახლოს, 8 წელი იყო მეფის რუსეთის ჯარში. 1911 წელს განთავისუფლდა და უკვე 32 წლის ასაკში შეუდგა პროფესიონალი მოჭიდავის კარიერას. 1912-1913 წლებში გამოდიოდა "ნიკიტინის ცირკში". მისი პირველი შთამბეჭდავი წარმატება ცირკის არენაზე შედგა სადაც "ბეჭდაუდებელი" ფალავნის სახელის მქონე შაშო ვერელი დაამარცხა სუფთად, ამის მერე უკვე თავად გაერია უძლიერეს "ბეჭდაუდებელ" ფალავანთა კოჰორტაში. ყველა პრესტიჟულ ტურნირებზე მიჰყავდათ მიხა ცირკის მეპატრონეებს და ერთი სიამოვნება იყო თურმე მიხას სარბიელზე საქმეში, ხილვა - თავის დროზე დასჭიდებია გოლიათად შერაცხულ სანდრო კანდელაკს, დიდი ხანი გაგრძელდა ორი ბრგე ვაჟკაცის შერკინება მაგრამ, ვერცერთმა ვერ იძალა, ამის შემდეგ კარგი მეგობრები გახდნენ. ასევე შთამბეჭდავი შერკინება ჰქონია საგარეჯოელს - ქუთათელ ბეჭდაუდებელ ფალავან კოლია ქვარიანთან, აქაც ვერავინ იძალა ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ნიშანდობლივია მიხა ქურხულის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის ისტორია, კერძოდ ქალაქ გორში, მთელი კავკასიის ელიტარულ ფალავნებს მოეყარად თავი, მიხას 14 შეხვედის ჩატარება მოუწია და ყველაში იმარჯვა, უმეტესობა მოიგო, ორგანიზატორებმა სხვა კუთვნილ პრიზებთან ერთად ვერცხლის ძვირფასი ქამარ-ხანჯალი დაჰკიდეს. 45 წლამდე გაგრძელდა მიხას პროფესიონალური კარიერა, წერტილი კი თავის გამოსვლებს თავადვე დაუსვა, როდესაც ახალბედა, პერსპექტიულ, ფალავანთან წამალაშვილთან დამარცხდა. დიდი სარბიელიდან წასვლის შემდეგაც მშობლიურ საგარეჯოში ახალგაზრდა და მოზარდ ფალავნებს ხშირად ეხმარებოდა დაოსტატებაში. "ქართული ჭიდაობის კორიფე" ასე შეამკო იმ დროის გულშემატკივარმა. მოჭიდავე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.574; facebook.com


Share: