The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზეზვა გაფრინდაული

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Peoples Hero

Biography

ქართველი სახალო გმირი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი მეთაურობდა თუშებს. მისი ხელმძღვანელობით ქართველ მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთის ციხეებში სეფიანთა მიერ ჩაყენებულ გარნიზონეს და მომთაბარე ელებს (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში). ბახტრიონის ბრძოლის დროს გაფრინდაული ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელიც პირველი გადავიდა ციხის გალავანზე, დახოცა კარიბჭის მცველები და ქართველები ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ ზეზვა გაფრინდაულის რაზმმა სდია მტერს და ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ იგი თორღვას ციხეში იყო გამაგრებული და იქედან აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს. სპარსელებმა ზეზვა გაფრინდაული შეიპყრეს ღალატით, ჯერ თბილისში ჰყავდათ დაპატიმრებული, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.630


Share: