The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ტორონჯაძე

თეიმურაზ ტორონჯაძე
Date of birth:3 April, 1949  (76 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს; 1972-1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი და სტაჟიორი მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 

1976-1983წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, მიწვეული ლექტორი; 
1994-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი გამოყენებითი მათემატიკის კათედრაზე და შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1983-2006წწ. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი და შემდეგ ამავე განყოფილების გამგე; 2005 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, სრული პროფესორი. კვლევის თემა: სტოქასტური განტოლებები სემიმარტინგალის პარამეტრის შეფასების ამოცანებში. არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში; სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები; მონაწილეობდა მრავალ სიმპოზიუმში საქართველოში და საზღვარგარეთ; არის დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.46; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: gau.edu.ge; აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები, ჟუნალი: aaf.ge

Bibliography


Share: