შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მახინჟაურის დასახლება, ხელვაჩაურის რაიონი. 1942 წელს სწავლა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან ფაკულტეტზე დაიწყო; 1944 წელს საზღვაო პრაქტიკის გასავლელად ოდესის შავი ზღვის სანაოსნოს გემ - «Березинь» - ზე გაგზავნეს; პრაქტიკის გავლის შემდეგ კი სასწავლებელში აღარ დაბრუნებულა და მატროსად ცურვა ჯერ იმავე გემზე, 1947 წლამდე კი იმავე სანაოსნოს სხვა გემებზე განაგრძო; 1947 წელს სამშობლოში ბრუნდება და ბათუმის ნავსადგურის მაშველ-მყვინთავად იწყებს მუშაობას; 1952 წლიდან იგი სამუშაოდ კასპიის სანაოსნოში გადადის მატროსად; პარალელურად კი 1953-1954 წლებში სანაოსნოსთან არსებულ გემთწამყვანის კურსებს ამთავრებს და მცირე ფლოტილიის შტურმანის რანგში იქვე, კასპიის სანაოსნოს გემებზე ხდება მესამე, მეორე და კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1957 წელს კვლავ სამშობლოში ბრუნდება და ამჯერად, ბათუმის ნავსადგურის პორტოფლოტის გემებზე განაგრძობს საქმიანობას, ჯერ კაპიტნის უფროს თანაშემწედ, მოგვიანებით კი კაპიტნად; 1968 წლიდან საქართველოში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე აგრძელებს საზღვაო ბიოგრაფიას; 1968-1972 წწ. იყო კაპიტნის მეორე და უფროსი თანაშემწე, 1972 წელს კი წესისამებრ დამტკიცებული კაპიტანი ხდება და მომდევნო წლებში ჩვენი სანაოსნოს არაერთი გემის, მათ შორის: «Нефтегорск»-ის, «Самтредиа»-ს, «Алексеевка»-ს, «Художник Владимир Серов»-ისა და მრავალი სხვა ტანკერისა და ბალკერის ეკიპაჟს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |