Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით - ბუღალტრული აღრიცხვა, სპეცბუღალტრული აღრიცხვა მშენებლობაში 1975 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. კაუნასის მილიციის უმაღლესი სკოლის ოპერატიულ მუშაკთა მომზადების სრული კურსი 1980 წელს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს.
1975-1999წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მახარაძისა (ოზურგეთის) და გარდაბანის რაიონებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; გაიარა გზა რიგითი მუშაკიდან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობამდე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან; 2000 წლის 29 ივლისიდან 2003 წლის 19 მარტამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გურიის რეგიონში კრიმინალური ბანდების თარეშის აღკვეთასა და პანკისის ხეობაში განვითარებული ცნობილი მოვლენების მოწესრიგებაში; 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიზისების მართვის ხელმძღვანელთა კურსი; მისი მთავარი რედაქტორობითა და კონსულტანტობით გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ოთხმოცწლოვანი ისტორიის ამსახველი ნაშრომი - "ერთგულება, თავდადება, პროფესიონალიზმი"; მისი აქტიური თანადგომით გამოიცა ისეთი ნაშრომები, როგორიცაა: "სოფელი ბახვი" (ცირა ნიკოლაიშვილი, შალვა თავართქილაძე) და "წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა" (ილია თავბერიძე); არის ავტორი წიგნების: "ფესვები" (ერთი სურათის ისტორია), რომელიც 2014 წელს გამოსცა გამომცემლობა "მერიდიანმა" და მემუარული ჟანრის "რაც უნდა მეთქვა", რომელიც 2025 წელს გამოსცა იმავე გამომცემლობამ. მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის წოდება. არის პოლიციის გენერალ-მაიორი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.374; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.425
Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |