The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ შანიძე

რევაზ შანიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი (ბოლო პოზიცია უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი); 1993-1994წწ. - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN, ჟენევა, შვეიცარია), მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი; 1994-1996წწ. - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1999წწ. - გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი (DESY, ცოიტენი, გერმანია), მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი; 1999-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, სწავლული მდივანი; 2000–2012წწ. - ერლანგენ-ნიურბერგის უნივერსიტეტი (ერლანგენი, გერმანია) მეცნიერ-მკვლევარი; 2012-2014წწ. - გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი (DESY, ცოიტენი, გერმანია), მეცნიერ-მკვლევარი; 2014-2015წწ. - მიგრაციის საერთაშორისო ფონდის IOM TRQN პროგრამა. მოწვეული ლექტორი; 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; სამეცნიერო ნაშრომებიდან 196 პუბლიკაცია მოთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. კვლევის თემა: ნუკლონის სპინური სტრუქტურის და სტანდარტული მოდელის ზოგიერთი გაფართოების ექსპერიმენტული შესწავლა ნაწილაკთა კოლაიდერებზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოსმეცნიერებათადოქტორები, 1992-2006/შემდგ. დარედ.: ირინაჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.52; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადეოება, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის KM3NeT ინსტიტუტების საბჭო (ბორდი), წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: