Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ცერცვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი 1958 წელს. 1958-1965წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1974წწ. იყო თბილისის ქარხანა "მიკროძრავას" მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1974-1975წწ. თბილისის მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1970 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1975-1988 წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1985-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული მანქანების კათედრის დოცენტი; 1989-1996წწ. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ხელმძღვანელობდა მიკროჰესების დამუშავებას, ექსპერიმენტული ნიმუშების დამზადებასა და მათ გამოცდას. არის მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. 1999-2017წწ. მუშაობდა მრავალპროფილურ კონცერნ "ცოდნისაში" ჯერ მთარგმნელის, შემდეგ მენეჯერის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა თავდაპირველად ტექნიკური, ეკონომიკური და იურიდიული, ხოლო შედეგ ჟურნალისტური ტექსტების თარგმანებს; ჟურნალისტური ლიტერატურის თარგმნაში თანამშრომლობდა გაზეთ "რეზონანსის" რედაქციასთან; 2000 წლიდან იწყებს საქმიანობას მხატვრული თარგმანის დარგში - ინგლისური ენიდან თარგმნის ო. ჰენრის, ჯ. ლონდონისა და ჩ. დიკენსის თხზულებებს. გამოცემული აქვს მათი მოთხრობებისა და ნოველების ქართული თარგმანების 7 კრებული. თანამშრომლობდა აგრეთვე ლიტერატურულ ჟურნალთან "ჩვენი მწერლობა", რომელშიც დაიბეჭდა მისი თარგმანები. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |