The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ცერცვაძე

ზურაბ ცერცვაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 2022  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი 1958 წელს.

1958-1965წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1974წწ. იყო თბილისის ქარხანა "მიკროძრავას" მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1974-1975წწ. თბილისის მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1970 წელს  დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1975-1988 წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1985-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული მანქანების კათედრის დოცენტი; 1989-1996წწ. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ხელმძღვანელობდა მიკროჰესების დამუშავებას, ექსპერიმენტული ნიმუშების დამზადებასა და მათ გამოცდას. არის მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

1999-2017წწ. მუშაობდა მრავალპროფილურ კონცერნ "ცოდნისაში" ჯერ მთარგმნელის, შემდეგ მენეჯერის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა თავდაპირველად ტექნიკური, ეკონომიკური და იურიდიული, ხოლო შედეგ ჟურნალისტური ტექსტების თარგმანებს; ჟურნალისტური ლიტერატურის თარგმნაში თანამშრომლობდა გაზეთ "რეზონანსის" რედაქციასთან; 2000 წლიდან იწყებს საქმიანობას მხატვრული თარგმანის დარგში  - ინგლისური ენიდან თარგმნის ო. ჰენრის, ჯ. ლონდონისა და ჩ. დიკენსის თხზულებებს. გამოცემული აქვს მათი მოთხრობებისა და ნოველების ქართული თარგმანების 7 კრებული. თანამშრომლობდა აგრეთვე  ლიტერატურულ ჟურნალთან "ჩვენი მწერლობა", რომელშიც დაიბეჭდა მისი თარგმანები.

ბიბლიოგრაფია

  • საშობაო მოთხრობები : ჩარლზ დიკენსი (მთარგმნელი) // სერია "მოსწავლის არჩევანი". - თბილისი, პალიტრა L, 2017. - 292გვ. . - ISBN: 978-9941-24-585-5
  • წერილი უკაცრიელი კუნძულიდან : მოთხრობა / ჩარლზ დიკენსი (მთარგმნელი). - თბილისი , პალიტრა L, 2016. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-24-519-0
  • როცა ღმერთები იცინიან : მოთხრობები / ჯეკ ლონდონი (მთარგმნელი). - თბილისი, ააფ- მენეჯმენტი, 2015. - 176გვ.. - ISBN: 978-9941-0-7328-1
  • საშობაო მოთხრობები : რჩეული ნაწარმოებები / ჩარლზ დიკენსი (მთარგმნელი) // ტ. 7. - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 256გვ.. - ISBN: 978-9941-21-795-1
  • მაწანწალა და ფერია : ნოველა / ჯეკ ლონდონი (მთარგმნელი) // ჟურნალი "ჩვენი მწერლობა". – 11 ნოემბერი - N23(153). - თბილისი, 2011. - გვ.57-62
  • ლოთის სიკვდილი : ნოველა / ჩარლზ დიკენსი (მთარგმნელი) // ჟურნალი "ჩვენი მწერლობა". - 19 მარტი. - N6(110). - თბილისი, 2010. - გვ.56-60
  • ზაფხულის შუადღის სიზმარი : ნოველები / ო. ჰენრი (მთარგმნელი). - თბილისი, ააფ-მენეჯმენტი, 2008. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-0-0804-7
  • საშობაო მოთხრობები : ნოველები / ჩარლზ დიკენსი (მთარგმნელი). - თბილისი, ააფ-მენეჯმენტი, 2007. - 144გვ.. - ISBN: 978-99940-68-41-8
  • ზღაპრის დასასრული : მოთხრობები / ჯეკ ლონდონი (მთარგმნელი). - თბილისი, ააფ-მენეჯმენტი, 2005. - გვ.136. - ISBN: 99940-0-164-7
  • მოგვთა საჩუქრები : ნოველები / ო. ჰენრი (მთარგმნელი). - თბილისი, ააფ-მენეჯმენტი, 2002. - გვ.116. - ISBN: 99928-0-456-4

გააზიარე: