The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა წერეთელი

მანანა წერეთელი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადდგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1985 წელს, შემდეგ – რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი.

1985-1994წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში; 1994 წლიდან ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის" რედაქციაში კორესპონდენტად; 1996 წლიდან გაზეთ "მედიცინის" კორესპონდენტად; 2000-2005წწ. ამავე გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი - რედაქტორის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას, მათ შორის: "მართლმადიდებლის კუთხე", "ჩვენი სტუმარი", "მედიკოსები ხელოვნებაში" და სხვა; გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში; გამოცემული აქვს წიგნი: "ცისა, ლექსო და ეს სამყარო", საბავშვო მოთხრობა "სიკეთის მზე" დაიბეჭდა წიგნში სერიით "ქართული საუნჯე ბავშვებს", სამი მოთხრობა დაიობეჭდა პერიოდულ ჟურნალ "დილაში". მოთხრობა "წრიპისა და წრუპის უჩვეულოდ თბილი ზამთარი" დაიბეჭდა საკონკურსო წიგნში "ბუკნაჭო".

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.geburusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1994-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: