The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე შენგელაია

ალექსანდრე შენგელაია
Date of birth:3 November, 1968  (56 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობით 1990 წელს; 1992-1996წწ. - ქ. ვროცლავის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის დაბალი ტემპერატურების და სტრუქტურული კვლევის ინსტიტუტი (PhDფიზიკაში).

1990-1992წწ. სტაჟირება გაიარა ყაზანში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტექნიკური ფიზიკის ინსტიტუტში; 1993-1995წწ. ასპირანტურა ქ. ვროცლავის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის დაბალი ტემპერატურების და სტრუქტურული კვლევის ინსტიტუტში; 1996-2001წწ. პოსტდოქტორი პროფესორი H. Keller-ისა და ნობელის პრემიის ლაურეატის K. A. Müller-ის ჯგუფში, ციურიხის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი, ციურიხი, შვეიცარია; 2002-2005 წწ. - ციურიხის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი, ციურიხი, შვეიცარია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. სამეცნიერო სფეროები და კვლევის მიმართულებები: ექსპერიმენტული კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, მაგნიტური რეზონანსი, ზეგამტარობა და მაგნეტიზმი, მაღალტემპერატურული ზეგამტარები და პერსპექტიული მასალები მომავლის ტექნოლოგიებისათვის. გამოქვენებული აქვს 58 სამეცნიერო პუბლიკაცია იმპაქტფაქტორის მქონე მაღალი რანგის საერთაშორისო ჟურნალებში, მათ შორის, 27 პუბლიკაცია Physical Review Letters da Physical Review-ში, რომლებიც ითვლება ყველაზე პრესტიჟულ და მაღალი რანგის ჟურნალებად ფიზიკაში; ციტირების ინდექსი 903 Thomson ISI Web of Science); ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ჟურნალების Physical Review Letters da Physical Review რეცენზენტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.53; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge


Share: