ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მანანა ტონია
დაბადების თარიღი: | 15 აპრილი, 1957 (68 წლის) |
კატეგორია: | მწერალი, პედაგოგი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
დაამთავრა არაყიშვილის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს კლასი 1980 წელს; მაიკოპის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალიზაციით 1986 წელს.
ხანგრძლივ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სამტრედიის პირველ საშუალო და მეორე სამუსიკო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის და ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლად. გარკვეული, ხანგრძლივი დროით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა ათი საბავშვო კრებული სოფოს ბებო-ს" სერიით, ორი კრებული – "თედოს ნაამბობი", ორი პოეტური კრებული: "სიყვარულის აპოგეა" და "სიყვარულის ვირუსი". ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. გამოცემული აქვს 17 საბავშვო და სამი პოეტური კრებული; ავტორია 1001 სონეტისა, რომელიც მზად არის გამოსაცემად; აგრძელებს სამწერლო საქმიანობას.
წყარო: საბავშვო ავტორები: kids.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.298
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა და ხელოვნთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ქართული ლიტერატურის ამაგდარი
- გალაკტიონ ტაბიძის პრემია და მედალი
ბიბლიოგრაფია
- ცქვიტო და ბაჭიტა : ზღაპარი კროსვორდი, რებუსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-34-344-5
- ღიპუცა და ნისკარტა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023
- ჩიტქოთანა ლაკო (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023
- ალექსანდრა და მეგობრები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023
- ათას ერთი სონეტი : ლირიკული კრებული (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2022. - 507გვ.. - ISBN: 978-9941-34-153-3
- ციცქნაეთი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2020. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-25-729-2
- თედოს ნაამბობი : წიგნის მასალა განკუთვნილია 3-დან 9 წლის ბავშვებისთვის (ავტორი) // საბავშვო კრებული. - თბილისი, მერიდიანი, 2018. - 120გვ.. - ISBN: 9789941254321
- თედოს ნაამბობი : ზღაპრები, ლექსები, შარადები, გამოცანები, მათემატიკური გამოცანები, ლოგოპედიური სავარჯიშოები (ავტორი) // წიგნის მასალა განკუთვნილია 3-დან 9 წლის ბავშვებისთვის. - თბილისი, მერიდიანი, 2017. - 128გვ.. - ISBN: 9789941253058
- სიყვარულის ვირუსი : სონეტები, ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 192გვ.. - ISBN: 9789941252754
- ზღაპრები (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.9. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251153
- ლექსები (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.7. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251177
- პიესები (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.10. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 56გვ.. - ISBN: 9789941251184
- მოთხრობები (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.8. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251160
- სიყვარულის აპოგეა : კრებული (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 190გვ.. - ISBN: 9789941250040
- სოფოს ზღარბები : ზღაპრები (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.3. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 9789941062681
- სოფო და სოკო : ლექსები ყველაზე პატარებისათვის... (ავტორი) // სერია: სოფოს ბებო; წ.1. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-0-6269-8
- სოფომ გამოიცნო, შენ? : გამოცანები (ავტორი) // სერია:სოფოს ბებო; წ.2. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-0-6270-4
|