The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ციბაძე

გიორგი ციბაძე
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1958
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2015  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1984 წელს. პედაგოგები: თ. ღვინიაშვილი, ი. ოქროპირიძე. სადიპლომო ნამუშევარი: "ქალისფიგურა" (ხელმძღვანელი - ი. ოქროპირიძე).

გამოფენებში მონაწილეობს 1892 წლიდან. ძირითადი ნამუშევრები: "ნატურმორტი" (1986), "პეიზაჟი" (1987), "შემოდგომა" (1988), "ნაყოფები საღამოს შუქზე" (1989), "ნატურმორტი ყვითელიყვავილებით" (1990), "მთაწმინდის ხედი" (1990), "ჭადრაკის დაფა" (1990), "სირინოზთა სიმღერა" (1991, 1995), "ტრიუმფი" (1991), "ლიტერატურული სიუჟეტი", "ძროხები ველზე", "სახელოსნო", "ნატურმორტი უჯრედებიან მუშამბაზე" (1992), "პასტორალი" (1993), "ნატურმორტი წითელი ფოთლებით", "არენა" (1994), "ლიტერატურული სიუჟეტი" (1995), "ამბავი ლომ-ვეფხვის დახოცვისა" (1996), "მწყემსი" (1997), "გასეირნება", "ისტორიული სიუჟეტი" (1998). გამოფენები: საგაზაფხულო (საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი 1994-95), საშემოდგომო (საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი 1995), თბილისის კერძო გალერეები. მისი ნამუშევრები დაცულია სასტუმრო "შერატონ-მეტეხი-პალასში", კერძო კოლექციებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1999-2015)

გააზიარე: